რატომ აღმოჩნდა ცნობილი შეფ-მზარეული კლინიკაში - რას წერენ უცხოური გამოცემები მასზე

შეფ-მზარეული

რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა შეფ-მზარეულმა ბურაკ ოზდემირმა კლინიკაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ იქ კვლევებისთვის იმყოფებოდა. თუმცა, გაჩნდა ეჭვი, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს.

ცნობილია, რომ ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდა ავადმყოფობას და წონის უეცარ კლებას, ამან გააჩინა ვარაუდი, რომ შეფ-მზარეულს თავის ტვინის სიმსივნე აქვს.

თურქულ მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია თავად მზარეულმა უარყო და მიმდევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მისი Instagram-პოსტებით ირკვევა, ის თავის საყვარელ საქმიანობას უკვე დაუბრუნდა.

სოციალურ ქსელში ბურაკ ოდემირი ცნობილი მისი კულინარიული ვიდეოებით გახდა და სხვადასხვა პლატფორმაზე ვირუსულად ვრცელდება, რადგან მზადების პროცესში ის კამერას თვალს არ აშორებს.

მას Instagram-ზე 34 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.