აშშ-ში კაცი მრტ-ს აპარატმა მოკლა
19 ივლ 19:07
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ლექსო თორაძის სამოქალაქო პანაშვიდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ლექსო თორაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ოთხშაბათს, 18 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში მთელი დღის განმავლობაში.
გასვენება დაგეგმილია ხუთშაბათს, 19 მაისს 15:00 საათზე კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან.“ - ნათქვამია განცხადებაში.
პიანისტი 69 წლის ასაკში 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.