რა გზით ჩავიდა ზელენსკი ვაშინგტონში და რომელ ქვეყანაში აიყვანა პრეზიდენტი აშშ-ს საჰაერო ძალების თვითმფრინავმა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის უკრაინიდან აშშ-ს დედაქალაქში გადაყვანის მიზნით, უსაფრთხოების საგანგებო ზომები მიიღეს. ვოლოდიმირ ზელენსკის მარშრუტის შესახებ ახლა BBC წერს.

როდესაც ზელენსკი ბახმუტის ფრონტის ხაზზე გაემგზავრა, სწორედ ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ფარულად ჩაჯდა პოლონეთის ღამის მატარებელში. ასე დაიწყო მისი გრძელი მოგზაურობა ვაშინგტონისკენ.

პოლონეთში პრეზიდენტი მაშინვე აიყვანა აშშ-ს საჰაერო ძალების თვითმფრინავმა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავისა და F-15 გამანადგურებელი თვითმფრინავის თანხლებით იყო.

მედია იუწყება იმასაც, რომ ზელენსკი მატარებლით ფარულად გაემგზავრა უკრაინის გავლით პოლონეთში, სადაც ის დააფიქსირეს სარკინიგზო სადგურზე სასაზღვრო ქალაქ პრჟემისლში.