პენსიონერმა ლატარიაში 3.8 მილიონი დოლარი მოიგო და ცოლს დაუმალა - მამაკაცი ფულს ჩუმად ხარჯავდა

პენსიონერი

იაპონიაში, 66 წლის პენსიონერმა, რომელსაც უცხოური მედია „C"-ით მოიხსენიებს,  ლატარიაში 600 მილიონი იენი (3.8 მილიონი აშშ დოლარი) მოიგო და ცოლისთვის ამის გამხელა არც უფიქრია. ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, მამაკაცის მეუღლე საერთო შემოსავალს მკაცრად აკონტროლებდა: ეკონომიას აკეთებდა, კრძალავდა ზედმეტ ხარჯს, ქმარს ლუდის ყიდვას უშლიდა და ა.შ.

ამიტომ მამაკაცი ლატარიის ბილეთებს ხშირად ყიდულობდა. იმედი ჰქონდა, რომ ერთ დღეს გამდიდრებოდა. ეს ასეც მოხდა. თანხის მოგების შემდეგ, მას შეეშინდა, რომ  ცოლი ბედნიერებით ტკბობას არ დააცდიდა. ამიტომაც
უთხრა, რომ მხოლოდ 5 მილიონი იენი მოიგო და სახლის შეკეთებას დაჰპირდა.

საქმე კი სულ სხვაგვარად წავიდა: მამაკაცი ფარულად ყიდულობდა ძვირად ღირებულ მანქანებს, ისვენებდა პრესტიჟულ კურორტებზე და მდიდრულად ცხოვრობდა. თუმცა, სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა, მამაკაცი მალევე შეაწუხა სინდისმა.ბოლოს, როდესაც საიდუმლოს შენახვა აღარ შეეძლო, С.-მ დარჩენილი თანხა – 500 მილიონი იენი ცოლისა და შვილების ანგარიშებზე გადაანაწილა, რათა მომავალში მათ მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეთ.