"ვაი შენს დედას, ეს რა ტრაგედია დატრიალდა..." - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1778618450
ოსკაროსანი მსახიობი უილ სმიტი კინო აკადემიას ტოვებს. გადაწყვეტილება დაჯილდოების სკანდალს უკავშირდება, როდესაც კომიკოსმა კრის როკმა სმიტის მეუღლეზე იხუმრა, მსახიობმა კი მას სახეში გაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიას სმიტმა იმავე საღამოს სცენიდან მოუხადა ბოდიში, მომდევნო დღეს კი სოციალურ ქსელში კომიკოსსაც აუხსნა ემოციური რეაქციის მიზეზი - ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და მსახიობმა თავად შეუზღუდა საკუთარ თავს ოსკარზე ნომინირებულ ფილმებზე ხმის მიცემის უფლება.
საბჭო სმიტთან დაკავშირებულ გარემოებებზე 18 აპრილს იმსჯელებს. კინო აკადემიის მხრიდან ჩანიშნული სხდომის მთავარი საკითხი აკადემიის ქცევის სტანდარტების დარღვევის გამო, სმიტის წინააღმდეგ დისციპლინარული სამართალწარმოება იქნება.