მარტის თვე ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1771876821
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბრიუსელსა და კიევს უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მათი მიზანი უნგრეთის პატრიოტული მთავრობის შეცვლა და საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევაა.
პრემიერის განცხადებით, ბრიუსელი და კიევი კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა გავლენა მოახდინონ უნგრეთის არჩევნებზე და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ძალები მოიყვანონ.
„ბრიუსელი და კიევი უნგრეთის არჩევნებში ერევიან, რადგან მათ ჩვენი პატრიოტული მთავრობის ჩამოცილება სურთ, რათა საკუთარი გეგმები თავს მოგვახვიონ. ისინი ვერ მოგვწყვეტენ რუსულ ენერგიას, ვერ დაგვაძალებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ვერ გვაიძულებენ ფულის გაგზავნას და ვერ ჩაგვითრევენ ომში. ხელები შორს! უნგრეთის მომავალი მხოლოდ უნგრელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს!“ - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
🤝 The Brusselians & Kyiv are interfering in Hungary’s election because they want our patriotic government out so they can impose their plans.
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 23, 2026
❌ They cannot cut us off from Russian energy, force Ukraine’s EU accession, make us send money, or drag us into war.
🇭🇺 Hands off!… pic.twitter.com/c2a1sNbEXw