BFMTV: საფრანგეთის საგარეო უწყებაში დაბარებული აშშ-ის ელჩი შეხვედრაზე არ გამოცხადდა

ჩარლზ კუშნერი

პარიზში ამერიკის ელჩი, ჩარლზ კუშნერი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული, თუმცა ტელეკომპანია BFMTV-მ სამინისტროდან შეიტყო, რომ ელჩი შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის ელჩის დაბარების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ამ უკანასკნელმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ მემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკის სიკვდილთან დაკავშირებით „მემარცხენე ექსტრემიზმის“ საფრთხე მისთვის შემაშფოთებელია.

„მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ მოითხოვა, რომ მას აღარ ჰქონდეს პირდაპირი წვდომა საფრანგეთის მთავრობის წევრებთან“, - განაცხადეს საფრანგეთის საგარეო უწყებაში.