მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა - საქართველოში ჩინეთის საელჩო

chinetis droSa

საქართველოში ჩინეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მკაცრად გმობს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ჩინეთის ტაივანის რეგიონში.

„ეს [ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი] ერთი ჩინეთის პრინციპისა და ჩინეთი-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებების სერიოზული დარღვევაა. ეს სერიოზულ გავლენას ახდენს ჩინეთსა და აშშ-ის შორის ურთიეღთობების პოლიტიკურ საფუძველზე და სერიოზულად არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს სერიოზულად ძირს უთხრის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში და არასწორ სიგნალს უგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობისთვის“ ჩართულ სეპარატისტულ ძალებს. აშშ-ს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ტაივანსა და ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ჩინეთის საელჩოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ერთი ჩინეთის პრინციპის დამახინჯება და სანდო ქმედებები განახორციელოს, რათა მკაცრად დაიცვას ერთი ჩინეთის პრინციპი.

„მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც მთელ ჩინეთს წარმოადგენს. ერთი ჩინეთის პრინციპი საერთაშორისო საზოგადოების უნივერსალური კონსენსუსი და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმაა. ეს მკაფიოდ აღიარა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წლის #2758რეზოლუციით“, - ნათქვამია საქართველოში ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.

„არც ერთმა ქვეყანამ, არც ერთმა ძალამ და არც ერთმა პირმა არასწორად არ უნდა შეაფასოს ჩინეთის მთავრობისა და ხალხის მტკიცე განწყობა, ძლიერი ნება და დიდი შესაძლებლობები, დაიცვან სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და მიაღწიონ ეროვნულ გაერთიანებასა და აღორძინებას. ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ. ამ ვიზიტისგან წარმოშობილ ყველა შედეგზე პასუხი აშშ-სა და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს ეკისრებათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.