უნდა დავტოვოთ თუ არა პასკა და კვერცხი საფლავზე - მოძღვარის განმარტება
1776068659
უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა პიტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მან პრეზიდენტს მოუწოდა ახალი კაბინეტის ფორმირებისთვის რაც შეიძლება მალე მიიწვიოს, რადგან ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს. მადიარის თქმით, უნგრეთი ყველა ქვეყანას პატივს სცემს და შიდა საქმეებში არ ერევა და იმავეს ითხოვს სხვა ქვეყნებისგანაც. პიტერ მადიარმა მილოცვებისთვის ლიდერებს მადლობა გადაუხადა.
"უნგრელმა ამომრჩეველმა ისტორია დაწერა. მსგავსი მანდატი აქამდე არავის უნახავს. ამ რაოდენობით ხალხს ერთი და იგივე პარტიისთვის ხმა არასდროს მიუცია. ახლა ჩვენ მოველით, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი იქნება სწრაფი და ხანმოკლე. მოვუწოდებ უნგრეთის პრეზიდენტს - მოიწვიოს ახალი პარლამენტი არჩევნების შედეგების საბოლოო დამტკიცებიდან უახლოეს დღეს.
12 მაისამდე არ უნდა დაიცადოს. შეუძლია ეს 5 მაისს გააკეთოს. ასევე, მოვუწოდებ მას, რომ როგორც ყველაზე ძლიერი პარტიის ლიდერი ახალი კაბინეტის ფორმირებისთვის მიმიწვიოს. ჩვენს ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს. ევროპის ლიდერებთან დაგეგმილი მაქვს სატელეფონო საუბარი. კრემლმაც და პეკინმაც გამოხატეს საკუთარი პოზიცია. მადლობას ვუხდი მათ უნგრელი ამომრჩევლისა და უნგრელი ხალხის არჩევანის მიმართ გამოჩენილი პატივისცემისთვის. ისინი მზად არიან პრაგმატული თანამშრომლობისთვის, ისევე როგორც უნგრეთი, ვინაიდან გეოგრაფია უცვლელი მოცემულობაა. ჩვენ თავს შევიკავებთ ნებისმიერი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან. იმავეს ვითხოვთ ყველა სხვა ქვეყნისგან უნგრეთის მიმართ.
რაც შეეხება უკრაინაზე დასმულ კითხვას, - ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას. ჩვენ ვსაუბრობთ ომში მყოფ ქვეყანაზე - აბსოლუტურად აბსურდულია, რომ ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში მიიღონ," - განაცხადა პიტერ მადიარმა.