უნდა დავტოვოთ თუ არა პასკა და კვერცხი საფლავზე - მოძღვარის განმარტება
1776068659
პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ სასამართლოს დაუტოვებს უფლებას, გადაწყვიტოს, უნდა დააკავონ თუ არა ვიქტორ ორბანი კორუფციისთვის.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეცდებოდა თუ არა ვიქტორ ორბანის დაკავებას, მადიარმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსის საქმე არ არის ამის გადაწყვეტა.
„პოლიტიკოსის საქმე არ არის, გადაწყვიტოს, უნდა იჯდეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ციხეში. პრემიერ-მინისტრის საქმეა, უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. მათ მოუწევთ გამოიძიონ, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა. ჩემი საქმე არ არის ვთქვა, ვინ წავა ციხეში და ვინ არა“, – განაცხადა მადიარმა.
ამასთან, მადიარის განცხადებით, პარტია ,,ფიდესის” პროპაგანდის შესაჩერებლად სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიისა და რადიოს დახურვას გეგმავს.
მისივე თქმით, ახალი ადმინისტრაცია შეეცდება შექმნას „საბჭო სახელმწიფო მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად“, ,,ბიბისის” გამოცდილების გამოყენებით „ან სხვა გზით”.