ყვარელში მდინარე დურუჯი ადიდდა და ვენახები დატბორა

რეგიონი

ყვარელში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე „დურუჯმა“ ნაპირებზე მოწყობილი ქვიშაყრილი წალეკა და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დატბორა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარემ მიწაყრილი მთლიან სიგრძეზე გაარღვია.

ადგილზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე იმყოფებოდა, რომელიც ვითარებას გაეცნო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ამ ეტაპზე, ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურის მძიმე ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს.