„მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

ტეილორი

მსოფლიოს ყურადღება  ამერიკელი ვარსკვლავის ტეილორ სვიფტის გრანდიოზულ ტურნისკენ - Eras Tour-სკენაა მიმართული.  ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

3 საათზე მეტი ხანგრძლივობის კონცერტი, რომელიც მომღერალმა რამდენიმე დღის წინ გამართა გასული წლების არაერთი საინტერესო „ლუქით” იყო გაფორმებული, იყო ეს ალბომი Red, Fearless, Reputation, Folklore, Lover, Evermore თუ Midnights.

ტეილორის მუსიკის ინსპირაციის წყარო გასული წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი თუ მოვლენა გამხდარა, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ძირითადად გასული დეკადის ყველაზე მრავალფეროვანი ვარსკვლავი სიმღერებს ყოფილ მეგობარ მამაკაცებზე წერს.

ტურნეს დროს ერთ-ერთი სიმღერის შესრულების წინ ვარსკვლავმა განაცხადა: „მიყვარს, როდესაც მამაკაცებს  ჩემი სიმღერების საშუალებით ვასწავლი იმას, თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს, ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, სულ რაღაც სამ წუთიან სიმღერაში ვატევ ჩემს სათქმელს, მთავარია მათ მოისმინონ და გაითვალისწინონ”.