VIDEO: „სულ მიხარია დაბრუნება, ძალიან თბილად მხვდებით, ქართველებო“ - რომან დოლიძე მიმართვას ავრცელებს

რომან დოლიძე

19 მარტს, UFC-ის ორგანიზაციაში რომან დოლიძე (9) იტალიელ მარვინ ვეტორს (4) დაუპირისპირდა და დამარცხდა.

ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მებრძოლებმა გულშემატკივარს ნაკლებად სანახაობრივი ჩხუბი შესთავაზეს, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კი იტალიელმა გაიმარჯვა.

მიუხედავად ამისა, სამშობლოდან მებრძოლს ყველამ მიმართა და აღნიშნა, რომ დაუმსახურებლად წააგო და სინამდვილეში, გამარჯვებული სწორედ ისაა.

რომან დოლიძემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებას მიმართა და მადლობა გადაუხადა. მის გვერდით მამა, ნოდარ მელაძეა.

სულ მიხარია საქართველოში დაბრუნება, ძალიან თბილად მხვდებით ქართველებო, რაც ძალიან მახარებს. რაც მთავარია, ჩემი მეგობარი, მთავარი გულშემატკივარი სულ ჩემთან არის. ლონდონში უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ამჯერად ვერ წამოვიდა, ვიზა არ მისცეს და ცოტა განაწყენებულია, მაგრამ არაუშავს, შემდეგში წამოხვალ“ - თქვა რომან დოლიძემ, რაზეც მამამ უპასუხა:

აუცილებლად. სადაც უნდა იყოს, ნებისმიერ კონტინენტზე მოვდივარ შემდეგ ბრძოლაზე.“ - თქვა ნოდარ დოლიძემ.