ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

გოგა მანია

ეზოთერიკოსი გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს და საზოგადოებას მომდევნო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, ყურადღება განსაკუთრებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს უნდა მიექცეს. მანიას თქმით, მის ხილვებში იკვეთება ბუნებრივი სტიქიის, უხვი ნალექის, ღვარცოფისა და მეწყრული პროცესების საფრთხე.

როგორც გოგა მანია სოციალურ ქსელში წერს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გუდაურს, გურია-ბორჯომის მიმართულებას, სამცხე-ჯავახეთსა და სხვა მთიან ტერიტორიებს.

„არ მსურს ვინმეს შეშინება, თუმცა არც ასეთი ხილვების უყურადღებოდ დატოვება მიმაჩნია სწორად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიფრთხილე იმ ადგილებში, სადაც ძლიერი ნალექი შესაძლოა საფრთხის შემცველი გახდეს.

მინდა, ყველამ გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება, გაითვალისწინოს ოფიციალური გაფრთხილებები და საჭიროების შემთხვევაში მოერიდოს სახიფათო ტერიტორიებს“, – წერს გოგა მანია.

✕