„მის ყირიმი 2022" უკრაინული სიმღერის გამო დააჯარიმეს

მის ყირიმი

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინული პატრიოტული  სიმღერის, „ჩერვონა კალინას" მღერის გამო „მის ყირიმი 2022", ოლგა ვალეევა 40 000 რუსული რუბლით (680 დოლარი) დააჯარიმა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

ყირიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ინტერნეტში ნახეს ვიდეო, სადაც ორი გოგო მღეროდა სიმღერას,  რომელიც ექსტრემისტული ორგანიზაციის საბრძოლო ჰიმნია. ამის შემდეგ ვალეევა და მისი მეგობარი დააკავეს -  სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო.

გამოცემის ცნობით, ოლგა ვალეევა ციხეს გადაურჩა, რადგან მცირეწლოვანი შვილები ჰყავს. რუსული სახელმწიფო მედია ამბობს, რომ მის მეგობარს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.