,,კოვიდპანდემია დასასრულს უახლოვდება" - ჯანმო

janmo

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვალების სტატისტიკის შემცირების ფონზე, პანდემია დასასრულს უახლოვდება.

ამის შესახებ reuters-ი წერს.

მისივე განმარტებით, WHO-ს მიერ პანდემიის დასრულებულად გამოცხადება ჯერაც ნაადრევია, თუმცა აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მსოფლიო ამ მიზანს საკმაოდ მალე მიაღწევს.

„მარათონი ფინიშის ხაზის გამოჩენასთან ერთად არ სრულდება, სირბილი მის გადაკვეთამდე უნდა გაგრძელდეს. ამ მიზნის მიღწევისთვის უკანასკნელი ძალები უნდა მოვიკრიბოთ. პანდემიის დასასრულთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“, - თქვა ტედროს ადანომ გებრეისუსმა