ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა

ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა - ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის სრულად არის ვაქცინირებული და ორჯერ აქვს გაკეთებული ბუსტერ დოზა - აქვს ძალიან მსუბუქი სიმპტომები. მითითებების შესაბამისად, ის იზოლირებული იქნება თეთრ სახლში და ამ დროის განმავლობაში გააგრძელებს მისი მოვალეობების სრულად შესრულებას. ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ შეხვედრებში, დისტანციურიად, Zoom-ის საშუალებით.