1781210306
ისრაელში ბავშვმა მაგრიტის ნახატი გირჩით დააზიანა
იერუსალიმში, ისრაელის მუზეუმში, 6 წლის ბიჭმა რენე მაგრიტის ტილო „ციხესიმაგრე პირენეებში“ დააზიანა.
Times of Israel-ის ცნობით, ბიჭს, რომელიც მუზეუმში ოჯახთან ერთად მივიდა, თან ჰქონდა ფიჭვის გირჩი, რომელიც დაწესებულების ქანდაკებათა ბაღში იპოვა. მან რამდენჯერმე დაარტყა გირჩი ნახატს, სანამ ამას დაცვა შეამჩნევდა.
მუზეუმის სარესტავრაციო განყოფილების ხელმძღვანელმა, შარონ ტაგერმა განაცხადა, რომ ნახატის აღდგენის პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება. ტილო არ იყო დაფარული შუშით და არც სიგნალიზაციით იყო დაცული, რადგან დაწესებულებას სურს, დამთვალიერებლებმა სრული შთაბეჭდილება მიიღონ და ხელოვნების ნიმუშებთან მაქსიმალურად მიახლოება შეძლონ.
მაგრიტმა ნახატი 1959 წელს, თავისი მეგობრის, ადვოკატ ჰარი ტორჩინერის შეკვეთით დახატა, რომელსაც თავისი ოფისის ფანჯრიდან მოსაწყენი ხედის გადაფარვა სურდა. 1985 წელს ტორჩინერმა ტილო მუზეუმს მისი 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად გადასცა.
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313












