ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-თან მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა

აბას არაღჩი

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, აბას არაღჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართული მოლაპარაკებები „ძალიან პოზიტიურ ატმოსფეროში“ წარიმართა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის აზრთა გაცვლა კონსტრუქციულ გარემოში შედგა.

მისივე თქმით, წინსვლისთვის აუცილებელი პირობაა ურთიერთნდობის აღდგენა.

„ამიერიდან ჩვენ უნდა გადავლახოთ უნდობლობის კედელი, რათა წინ წავიწიოთ“, - დასძინა მან.