„ჰამასი“ თუ არ დათანხმდება დონალდ ტრამპის გეგმას, მაშინ ისრაელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს - ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ არ დათანხმდება დონალდ ტრამპის გეგმას, მაშინ ისრაელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის ტრამპის ღაზის სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს.

„მჯერა, რომ დღეს ღაზაში ომის დასრულებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვფიქრობ, დღეს ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა, მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ვქმნით.თუ ჰამასი უარყოფს თქვენს შეთანხმებას,პრეზიდენტო ან თითქოს დათანხმდებიან და შემდეგ მის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებენ, მაშინ ისრაელი საქმეს თავად მიიყვანს ბოლომდე.ეს შეიძლება მარტივი ან რთული გზით გაკეთდეს“, – თქვა ნეთანიაჰუმ.