მნიშვნელოვანი სიახლე პენსიონერებისთვის - დეტალურად
1759003334
რატომ ვერ ვწყვეტთ სქროლვას და ვერ ვჩერდებით?! - ამის შესახებ ციფრული ფსიქოლოგიის სპეციალისტი ეკატერინე დვალი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.
მან ასევე, იმ კვლევებზე ისაუბრა, რომელიც მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს.
„დღესდღეობით სამყაროში ყველაზე ძირითადი ღირებული არის ყურადღება, ყველა პლატფორმა ცდილობს დიდხანს დაგვტოვოს მათ პლატფორმაზე, რადგან ამით ისინი შოულობენ ფულს, ჩვენი ყოველი გატარებული წამი სოც.ქსელებში მათთვის არის ფული. სოციალური ქსელების უმეტესობა ისეა აწყობილი სპეციალურად, რომ რაც არ უნდა სქროლო ბოლომდე ვერასოდეს დაასრულებ სქროლვას, ასეთ დროს გამოიყოფა დოფამინი, რომელიც არის
სიამოვნების ჰორმონი“, - ამბობს ეკატერინე დვალი.
გადაცემაში მიმოიხილეს ექპსერიმენტიც, რომელშიც 25 ადამიანი იღებდა მონაწილეობას და რომელმაც აჩვენა, რომ ტვინის ფუნქციის გასაუმჯობესებლად მობილური ტელეფონებისგან 72 საათიანი შესვენებაც კი საკმარისია.