ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე - ოქტომბრიდან გამკაცრებული რეგულაციები ამოქმედდება
1759089081
აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი ჯაბირ იმანოვი გარდაიცვალა.
შემთხვევა ბაქოში, საბაილის რაიონში, უზეირ ჰაჯიბეილის ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზში მოხდა, სადაც მსახიობს ინფარქტი დაემართა.
შემთხვევა სპორტდარბაზის კამერებმა დააფიქსირა. კადრებში ჩანს, როგორ დაკარგა ჯაბირ იმანოვმა წონასწორობა და დაეცა. მის გვერდით მყოფებმა დაუყოვნებლივ სცადეს დახმარება, ჩაუტარეს გულის მასაჟი და გამოიყენეს ელექტროშოკი.
მიუხედავად 20-წუთიანი მცდელობისა, 49 წლის მსახიობის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.