Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
1759143219
პროკურორის, გიორგი მუჯირის განცხადებით, ბრალდების მხარე სასამართლოს იმ გადაწყვეტილების მესამე ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე თემურ ჯანაშიას ქმედება, გაფლანგვის ნაცვლად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაკვალიფიცირდა.
"მოგეხსენებათ, რომ თეიმურაზ ჯანაშიას ქმედება სასამართლოს მიერ გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, ნაცვლად გაფლანგვისა. მიგვაჩნია, რომ მისი ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება გაფლანგვა იქნებოდა. მოლოდინი გვქონდა, რომ სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის განაჩენი ამ ფორმით შეიცვლებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ამ კუთხით გადაწყვეტილებას უკვე მესამე ინსტანციის სასამართლოში გავასაჩივრებთ.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის და გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მიხეილ სააკაშვილმა და თეიმურაზ ჯანაშიამ კორუფციული დანაშაული ჩაიდინეს. ამასთან ის, რომ მათ მიერ სახელმწიფო სახსრები გამოყენებული იყო ფუფუნების საგნად. ამ სახსრებმა 9 მილიონი ლარი შეადგინა," - აღნიშნა პროკურორმა, გიორგი მუჯირმა.
ცნობისთვის, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, ბიუჯეტში, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა. პირველმა ინსტანციამ, ამ გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სახელმწიფომ სამოქალაქო დავა თანხის ამოღების მიზნით დაიწყო. საუბარია ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თემურ ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა აქვს დაკისრებული. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო სააპელაციო სასამართლოში, განაჩენი უცვლელად ძალაში დარჩა.