განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუციას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.
რეზოლუცია გმობს, როგორც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ მიმართულ ავიაიერიშებს.
ასევე, რეზოლუცია გმობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, ე.წ რეფერენდუმების გზით.
დოკუმენტში ასევე არის მოთხოვნა, რომ რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოდან გარიცხონ.