„ჩემი ბიჭი ბაბუა აღარ მყავს...“ - ნატალია ყიფშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1795116106
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ უკრაინას ყირიმის ხიდის აფეთქება მიულოცა.
„უკრაინა დიდი ხანია აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი მიზანი ყირიმის ხიდის განადგურებაა. ხიდი მთლიანად არ დაინგრა, თუმცა საგზაო ხიდის ნაწილი ჩამოინგრა და სარკინიგზო ლიანდაგები დაზიანდა. პოზიტიური ის არის, რომ მოძრაობა შეჩერებულია.
ესტონეთი, რა თქმა უნდა, მიესალმება ამ ფაქტს და ულოცავს უკრაინულ სპეცრაზმს, რომელიც სავარაუდოდ, ამ ოპერაციის უკან დგას“, - განაცხადა რეინსალუმ.