წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1770149016
თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და კოლუმბიის პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს შეხვედრა გაიმართა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა ძალიან კარგი იყო.
„ჩვენ ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს. მე და ის ნამდვილად არ ვიყავით საუკეთესო მეგობრები, მაგრამ არასდროს შევხვედრივარ. საერთოდ არ ვიცნობდი. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა შეერთებული შტატები პეტროსთან ვენესუელაში ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ საბრძოლველად, ტრამპმა უპასუხა: „მათ სურთ, რომ ეს გავაკეთო და ჩვენ ამას გავაკეთებთ“.
ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, პეტრომ განაცხადა, რომ შეხვედრას „ოპტიმისტური და კონსტრუქციული ტონი“ ჰქონდა და ისინი ერთად იმუშავებენ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
პეტროს თქმით, მას და ტრამპს „თავისუფლების სიყვარული“ აკავშირებთ, თუმცა, როდესაც საქმე ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ენერგიის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, „უდავოა, რომ პრობლემისადმი განსხვავებული მიდგომა არსებობს“.
„ზოგიერთი მიდგომა აგრესიულია, ზოგი კი შესაძლოა, უფრო ღია იყოს კოლექტიური განვითარებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ის, რაც გვაერთიანებს და არა ის, რაც გვაშორებს. შეიძლება, ძალიან განვსხვავდებოდეთ ისტორიული თვალსაზრისით, მაგრამ რაც გვაერთიანებს, არის თავისუფლების სიყვარული“, – განაცხადა პეტრომ.