დედოფალს სკოლაში არასოდეს უსწავლია - რა განათლება ჰქონდა ელიზაბეტ მეორეს

ელიზაბედ II

გაერთიანებული სამეფოს დედოფალს სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში არასოდეს უვლია. ელიზაბეტმა, ისევე, როგორც მისმა დამ მარგარეტმა, განათლება სახლში მიიღეს. პრინცესების განათლების პროცესის ზედამხედველი მათი დედა და გუვერნანტი, მარიონ კროუფორდი იყვნენ. 

მას შემდეგ, რაც ტახტზე გოგონების მამა ავიდა და ელიზაბეტი გვირგვინის მემკვიდრე გახდა, მან კონსტიტუციური სამართლისა და ისტორიის შესწავლა დაიწყო, მასწავლებლად კი იტონის კოლეჯის პრორექტორი, ჰენრი მარტენი მოიწვიეს.

მომავალ დედოფალს რელიგიის გაკვეთილებს არქიეპისკოპოსი უტარებდა, სწავლობდა ფრანგულსაც.

ელიზაბეტმა სახლში მიღებული განათლების სამეფო ტრადიცია დაასრულა - მან საკუთარი შვილები სასწავლობლად სკოლებში და მოგვიანებით, უმაღლეს სასწავლებლებში გაუშვა. სხვა ბავშვებთან ერთად სწავლობდნენ მისი შვილიშვილები და შვილთაშვილებიც.

წყარო: "რუსთავი 2"