ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 81 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის თქმით, სტამბოლში მომხდარი აფეთქების საქმეში, სავარაუდოდ, ქალი ფიგურირებს.
ერდოღანმა ინდონეზიაში გამგზავრებამდე G20-ის მე-17 სამიტზე განაცხადა, რომ ტერაქტს „ტერორიზმის სუნი ასდის“.
მისივე თქმით, ქვეყანა ტერორიზმს არ დაემორჩილება და ყველა დამნაშავე გამოვლინდება.
ცნობისთვის, მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა.
რატომ არ მიფრინავენ ბეღურები თბილ ქვეყნებში
1750274406
სასიხარულო სიახლე ნუცა ბუზალაძის შესახებ
1750397830