აშშ-ში სკოლის მასწავლებელს მოსწავლეებზე სექსუალური ძალადობისთვის 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, 36 წლის სკოლის მასწავლებელს, მოსწავლეებზე სექსუალური ძალადობისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას sandiego union tribune-ი ავრცელებს.

სან დიეგოს ოლქის წლის ყოფილმა საუკეთესო მასწავლებელმა, ჟაკლინ მამ საკუთარი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მე-6 კლასის ორ მოსწავლეზე სექსუალურად ძალადობდა.

საოლქო პროკურატურამ განაცხადა, რომ ქალის 14 წლამდე ბიჭებს საჩუქრებს ჩუქნიდა, საჭმელს აძლევდა, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა და მათთვის საშინაო დავალებასაც კი აკეთებდა.

განაჩენის წაკითხვამდე, ჟაკლინ მას უფლება მიეცა, მიემართა სასამართლო დარბაზში მყოფი საზოგადოებისთვის. მან საკუთარი საქციელის გამო ბავშვებს და მის ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ მან "მასწავლებლის პროფესია შეარცხვინა".

”მე ბოროტად გამოვიყენე ჩემი ძალაუფლება, გამოვიყენე ჩემი ძალა და კონტროლი მათზე და მოვატყუე ისინი. ამ ასაკის ბიჭები გარეთ უნდა თამაშობდნენ, უდარდელად... მე მათ ბავშვობა წავართვი", - განაცხადა ჟაკლინ მამ.