1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის X საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე „გრემის“ ჯილდოს მფლობელი ჯაზ-ვოკალური კვარტეტის, New York Voices-ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართა.
თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართულ კონცერტს, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრნენ.
New York Voices-ი ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე ქართველი მსმენელის წინაშე მეორედ წარდგა. კვარტეტის სოლისტები არიან: დერმონ მიდერი, პიტერ ელდრიჯი, კიმ ნაზარიანი და ლორენ კინჰანი. მათი რეპერტუარი აერთიანებს ჯაზის, ბრაზილიური, კლასიკური და პოპმუსიკის ნიმუშებს.
ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იმართება, 2015 წელს თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის პროგრამა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობაზეა აგებული.