წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1747074305
11 მაისს, მკვლელობა მოხდა ახმეტაში, ეგრეთ წოდებული წყაროების ტერიტორიაზე. მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცები სუფრასთან იმყოფებოდნენ, სადაც კონფლიქტი მოუხდათ, რაც შემდეგ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ორივე მამაკაცი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მცხოვრებია.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფი და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია ჯაბა კვიცაშვილი. დაჭრილია მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეც, რამაზ ლეფსვერიძე, რომელიც ამჟამად კლინიკაში იმყოფება და ექიმების მეთვალყურების ქვეშაა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.