1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
გამოძიებამ დაადგინა, რომ გასული წლის 28 ივნისს, კანადაში, ვაკუვერის, გეტვიკის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, British Airways-ის თვითმფრინავის აალება პილოტის შეცდომამ გამოიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, საჰაერო ავარიების გამოძიების ფილიალმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავის აალების მიზეზი მეორე პილოტი გახდა, რომელსაც მარჯვენა და მარცხენა მიმართულება შეეშალა, რის შედეგადაც თვითმფრინავის სამუხრუჭე სისტემაში ცეცხლი გაჩნდა.
შემთხვევის დროს ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი და 334 მგზავრი იმყოფებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, მეორე პილოტმა არამიზანმიმართულად ბერკეტი მარცხნივ გადაწია, როდესაც ის მარჯვნივ უნდა გადაეტანა, რამაც აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია.
ხანძრის გამო, აეროპორტის ასაფრენი ბილიკი 50 წუთით დაიხურა და 23 ფრენა გაუქმდა. British Airways-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ უსაფრთხოება ყოველთვის მათი მთავარი პრიორიტეტია. "ჩვენმა პილოტებმა უზრუნველყოს თვითმფრინავი უსაფრთხო გაჩერება", - აცხადებენ კომპანიაში.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, აეროპორტის სახანძრო ბრიგადამ ცეცხლი დროულად ჩააქრო.