50 წლის იუბილეზე ბრიტანელმა ქალმა ქმარს თირკმელი აჩუქა

წყვილი

 ბრიტანეთში, ქალაქ როტრემის მცხოვრებმა ქალმა ქმარს 50 წლის იუბილეზე თირკმელი აჩუქა. The Mirror-ის ცნობით, კაცს ამ ორგანოს გადანერგვა სჭირდებოდა.

2018 წლის ოქტომბერში სტივენ კელსის იშვიათი დაავადება დაუდგინეს, რომლის შედეგადაც ერითროციტების ზრდის ფონზე ზიანდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები. ამის გამო კაცს ექიმებმა დიალიზის პროცედურა დაუნიშნეს და უთხრეს, რომ თირკმელის გადანერგვა სჭირდებოდა.

50 წლის სტივენს დაბადების დღეზე 45 წლის ცოლმა ტრეისიმ უთხრა, რომ ის დონორად გამოდგებოდა. „ყველა იმედი გადაწურული მქონდა, როცა ტრეისიმ მითხრა, რომ თირკმელს მომცემდა ავტირდი“, - ამბობს სტივენი.

2020 წლის 20 თებერვალს ქალაქ შეფილდის კლინიკაში სტივენს ტრეისის თირკმელი გადაუნერგეს. ოპერაციას 9 საათი დასჭირდა.