1770722412
საქალაქო სასამართლოში სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებული მაღალჩინოსნის საქმეზე საგამოძიებო ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს.
ასევე, გადაისინჯება ლილუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. პროკურატურა ლილუაშვილის, ისევ პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









