1770668307
„14 წლისა მამა გავხდი, 29 წლის - ბაბუა... - ბოშა ბიზნესმენის ამბავი, რომელიც 10 წლის ასაკში დააქორწინეს
ნაადრევი ქორწინების თემა 21-ე საუკუნეშიც აქტუალურ პრობლემად რჩება და საზოგადოებაში არაერთ დისკუსიას იწვევს. ამ საკითხზე ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო ბოშა ბიზნესმენის, მაქსიმ დიცას ისტორიამ, რომელმაც მედიაში გულახდილად ისაუბრა ბოშათა თემში გავრცელებულ ადრეული ქორწინების ტრადიციაზე.
მაქსიმ დიცა, რომელიც რუსეთში საქმიანობს, ამბობს, რომ ბოშებზე არსებულ სტერეოტიპებს ანგრევს. ის წარსულში მოდელად მუშაობდა, დღეს კი რესტორატორია, ბლოგერი და ეკატერინბურგში ორი ბარის თანამფლობელი. მიუხედავად წარმატებული კარიერისა, მისი პირადი ცხოვრება საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა.
როგორც თავად ჰყვება, პირველად 10 წლის ასაკში დაქორწინდა, მეორედ კი — 14 წლის ასაკში, მალევე გახდა მამა, ხოლო 29 წლის ასაკში უკვე ბაბუა იყო. მისი თქმით, ბოშათა თემში ადრეული ქორწინება ტრადიციად ითვლება და ხშირად უფროსების მიერ შეთანხმებით ხდება.
დიცა ხაზს უსვამს, რომ ქორწინება და განქორწინება მათ თემში ოფიციალურ ინსტიტუტებს არ უკავშირდება — ყველა გადაწყვეტილება ოჯახურ წრეში მიიღება. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრადიცია დღემდე არსებობს, ის პირადად ხშირად ფიქრობს იმაზე, რომ ბავშვობა ძალიან ადრე დაასრულა.










