კარგი სიახლე - ძილის აპნოეს ექსპერიმენტულმა სამკურნალო საშუალებამ 93-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა

ძილი

ძილის ობსტრუქციული აპნოე — ძილის დარღვევა, როდესაც სასუნთქი გზები ძილში იბლოკება, ჯანმრთელობისთვის უამრავ რისკსა და საფრთხეს შეიცავს. თუმცა, პოტენციურმა ახალმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება რეალური სხვაობა მოიტანოს მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში.

ახალი მიდგომა ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალ კვლევაში აღწერეს და ეფუძნება უკვე არსებულ საშუალებას, სახელად ენისქვეშა ნერვულ სტიმულაციას (HNS). ენისქვეშა ნერვი აკონტროლებს ენას და პატარა მოწყობილობა, HNS იყენებს ელექტრულ იმპულსებს ენის მიერ ყელის დაბლოკვის თავიდან ასაცილებლად.

თუმცა, ამჟამად HNS საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და შედარებით მოცულობით იმპლანტი — რაც ინვაზიური და დროში გაწელილია. ამას გარდა, არ მუშაობს ყველასთვის. ახალ კვლევაში მეცნიერებს სურდათ შეემოწმებინათ უფრო პატარა ელექტროდი, რომლის ჩადგმა და მართვაც ადვილია.

დასკვნა: მან იმუშავა. რამდენიმე ჩასუნთქვის ხანგრძლივობის სტიმულაციის ცდებში, ახალმა HNS ელექტროდმა ეფექტიანად გახსნა სასუნთქი გზა 14-დან 13 მონაწილეში — ანუ წარმატების მაჩვენებელი 93 პროცენტია. ზოგიერთ შემთხვევაში, ის კიდევ უფრო ეფექტიანი იყო, როცა სუნთქვა მთლიანად ჩერდებოდა. ადრეული ნიშნები იმაზე მიუთითებს, რომ ეს HNS-ისთვის მნიშვნელოვანი განახლებაა.

„ეს გახლავთ 90-წუთიანი პროცედურა, რომელიც ტარდება ულტრაბგერითი მეთვალყურეობის ქვეშ მინიმალური დისკომფორტით. მნიშვნელოვანია, რომ სასუნთქი გზები გავხსენით ადამიანებში, რომლებიც აქამდე HNS-ით მკურნალობისთვის შეუფერებლად მიიჩნეოდნენ“, — ამბობს ფლინდერსის უნივერსიტეტის ოტოლარინგოლოგი საიმონ კარნი.

მიუხედავად იმისა, რომ მიდგომა კიდევ საჭიროებს განვითარებას და ტესტირებას, ვიდრე უფრო ფართო მოხმარებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, საბოლოო ჯამში გვპირდება HNS მკურნალობის ვარიანტს, რომელიც კლინიკაში ხანმოკლე პროცედურით ჩაიდგმება და არა უფრო ინვაზიური პროცედურით საავადმყოფოში.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება ვარიანტი გახდეს ძილის ობსტრუქციული აპნოეს მქონე უფრო მეტი ადამიანისთვის. შესაფერის პაციენტთა მკურნალობა უფრო სწრაფად მოხდება და პროცედურის შემდეგ აღდგენაც გაცილებით მალე მიიღწევა, ვიდრე ქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში.

ამჟამად, HNS დიდწილად ეფექტიანია, მაგრამ არა ყოველთვის და თანაც, მკვლევართა განცხადებით, ახალი ვერსია პაციენტებს უფრო ზუსტად მოერგება. ვინაიდან ნაკლებად ინვაზიური პროცედურაა, მისი ჩაყენება უფრო ადვილი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ HNS არ არის ძილის ობსტრუქციული აპნოეს მკურნალობის პირველი რიგის სამკურნალო საშუალება; ეს უკანასკნელი არის რაღაც, სახელად უწყვეტი დადებითი სასუნთქი გზების წნევა (CPAP). ზოგადი შედეგებით ის HNS-ს სჯობნის, მაგრამ იმისათვის, რათა სასუნთქი გზები ძილში ღია დარჩეს, საჭიროა ნიღბის მორგება მთლიან პირზე.

ეფექტიანობის მიუხედავად, CPAP საკმაოდ მოუხერხებელი მოწყობილობაა და გამოყენებას პაციენტთა მხოლოდ ნახევარი ახერხებს. სწორედ აქ ერთვება საქმეში HNS, განსაკუთრებით მკვლევართა მიერ განახლებული ვერსია... სრულად