24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს ხელშეწყობით, ყოველ მეორე პარასკევს თბილისს კიდევ ერთი სივრცე შეემატება, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ დაათვალიერონ სხვადასხვა მხატვრის გამოფენები, გაატარონ დრო შემოქმედებით საღამოებზე და უსმინონ კარგ მუსიკას.
პირველი გამოფენა სახელწოდებით „Color Vision”, 7 ოქტომბერს, GERA-ს წევრმა, სოფო მარიამ ქორიძემ გახსნა. გამოფენაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ და შეიძინონ ნამუშევრები.
თავად სოფოსთვის მსგავსი ტიპის გამოფენა პირველია. როგორც იგი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, ნამუშევრები ძირითადად ფერადია და გადმოსცემს მისი თვალით დანახულ სამყაროს.
„Color Vision“ - ანუ ფერებში ხედვა, იმიტომ რომ ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა ფერშია შექმნილი, უფრო მეტი ინტენსიური ფერები მაქვს გამოყენებული, ფერს ზოგადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ეს არის ჩემი თვალით დანახული სამყარო, რომელიც კონკრეტულ სახელწოდებებში უფრო მეტად გამოიხატება. აქ გამოფენილი მაქვს სპექტაკლის კოსტუმებიც.
ასეთი თავისუფალი თემატიკით ხატვა 2015 წლიდან დავიწყე თუმცა, რაღაც პერიოდი გავჩერდი. პანდემიის დროს უფრო მეტი დრო მქონდა, რომ სხვადასხვა თემატიკაში დამეწყო მუშაობა და ფაქტობრივად, ახლა ძიებაში ვარ, რომ ჩამოყალიბდეს სტილი. ბოლო სამი თვეა, რაც პატარა გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას და ახლა, როდესაც GERA-ს წევრი გავხდი, უკვე წარმადგინეს ამ გამოფენაზე“,- ამბობს სოფო მარიამ ქორიძე.
გამოფენაზე წარმოდგენილია სოფო მარიამ ქორიძის მიერ შექმნილი კოსტიუმები და ესკიზები სპეკტაკლ „ჰამლეტი/მანქანისთვის“, რომლის რეჟისორიც ზურაბ გეწაძეა.
„მე სოფოს, როგორც მხატვარს, ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენი პირველი შემოქმედებითი შეხვედრა შედგა 2004 წელს, როდესაც პირველი სპექტაკლი გამოვუშვი. ჩემი დებიუტი იყო მაშინ თეატრში, როგორც რეჟისორის, სოფო კი ჩემი კოსტუმების მხატვარი იყო და მას შემდეგ ხშირად ვირჩევ მას, რადგან განსხვავებული თვალი და არაჩვეულებრივი შეგრძნება აქვს, რომ კოსტუმი მოარგოს მსახიობს.
რაც შეეხება გამოფენას, მე ვულოცავ სოფოს. ყოველთვის ვქადაგებ ხოლმე მის თავზე, რომ ხშირად გააკეთოს გამოფენები. ის არ არის ერთნაირი და ყოველი მისი გამოფენა განსხვავებულია, რადგან სხვადასხვა ჟანრში მუშაობს და ეს ძალიან საინტერესოა“,- ამბობს ზურაბ გეწაძე.
ასოციაცია GERA-ს დირექტორი, თათო გვარიშვილი იმედოვნებს, რომ მსგავსი ღონისძიებები ინტენსიურ სახეს მიიღებს.
„ასოციაცია GERA-მ ჩვენი ავტორებისთვის სპეციალურად გამოვყავით ასეთი სივრცე, სადაც შეგვიძლია მოვაწყოთ ჩვენი მხატვრების გამოფენები, ჩვენი პოეტების საღამოები და ა.შ. ეს არის პირველი, მიხარია, რომ სოფოს გამოფენით იწყება ჩვენი წამოწყება. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი საღამოები ხშირ სახეს მიიღებს და გაჩნდება თბილისში კიდევ ერთი ადგილი, სადაც პარასკევ საღამოს შეგიძლია შემოიარო, დაათვალიერო ნამუშევრები, მოუსმინო მუსიკას...“,- აღნიშნავს ასოციაციის დირექტორი.
საღამოები ყოველ მეორე პარასკევს არის დაგეგმილი.
სოფო ქორიძის გამოფენა 9 ოქტომბერს, კვირას საღამოს დაიხურება.
მისამართი: თბილისი, თარხნიშვილის ქუჩა 17, საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს ოფისი
8,9 ოქტომბერი 15:00 – 19:00 სთ