1733256870
„მშობლები ძალიან ადრე გარდამეცვალნენ. გული მწყდება, რომ დედ-მამას ვერ ვაჩვენე, ჩემგან რა გამოვიდა...“ - ლეო ანთაძე
ლეო ანთაძე 90 წლის გახდა. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ამ ასაკს ვერ გრძნობს. არ ეწევა, ფიზიკურადაც ვარჯიშობს, გონებასაც ავარჯიშებს...
ლეო ანთაძე: მე ვერ ვგრძნობ. ერთი პერიოდი დავდიოდი ერთ-ერთ გასახდომ პროგრამაზე. იქ აქვთ მოწყობლობა, რომელიც უჯრედით აფასებს, სხეული რა ასაკისაა. ერთხელ მითხრეს, ათი წლით უმცროსის სხეული გაქვთო. ერთი კვირის შემდეგ კიდევ მითხრეს, კიდევ ოთხი წელი მოიკელითო, გავიდა დრო - კიდევ სამი, კიდევ ოთხიო და ბოლოს ვუთხარი, აქედან ისე არ წავალ, სანამ „აღუს“ არ დავიძახებ და „სოსკას“ არ ჩამიდებთ პირში-მეთქი.
ასაკს მოაქვს გამოცდილება და დიდი სევდა. ოჯახის წევრები და მეგობრები ცოცხლები აღარ არიან.
მენატრებიან მშობლები, მესიზმრებიან. სტუდენტი ვიყავი, ორივე რომ გარდამეცვალა. დედა თრომბით, ორი წლის შემდეგ კი - მამა, ინსულტით. ჯაზ-ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ მე და ირაკლი უჩანეიშვილმა. მე კლავიშზე ვუკრავდი. მეგობრები ასე დამეხმარნენ, რომ გადამეტანა ეს მწუხარება... სამწუხაროა, რადგანაც დედას და მამას ვერ ვაჩვენე, ჩემგან რა გამოვიდა... გული მწყდება.