"მაია, მე რომ რამე დამემართოს, ეს სპექტაკლი ბოლომდე უნდა მიიყვანო" - მაია დობორჯგინიძე თემურ ჩხეიძის წინათგრძნობაზე

temur

მსახიობმა მაია დობორჯგინიძემ თემურ ჩხეიძე, მაესტროს დაბადების დღეს გაიხსენა - "როგორ მაკლია" - დაწერა და ფეისბუქზე რეჟისორის ვიდეო გააზიარა. მაიამ ზაფხულში დაასრულა მაესტროს დაწყებული სპექტაკლის დადგმა. აი, რა წინათგრძნობა ჰქონია ბატონ თემურს...

"ჩემო", ბატონო თემურ! თქვენ რომ მეუბნებოდით, "მაია, მე რომ რამე დამემართოს, ეს სპექტაკლი ბოლომდე უნდა მიიყვანო", ჰოდა, მივიყვანე! "სეილემის პროცესი" შედგა! ეს ერთი თვე უთქვენოდ ძალიან ძნელი იყო, ხედავდით ალბათ, მეც ვგრძნოდი, მაძლიერებდით შორიდან. ბავშვები სცენაზე რომ გენახათ ამაყი და ბედნიერი იქნებოდით. მადლიერი ვარ თქვენთან გატარებული წლების. თქვენს გარეშე სიცარიელეა, არ მიმატოვოთ მირჩიეთ ხოლმე რამე! მიყვარხართ" - წერდა დობორჯგინიძე 9 ივნისს სოციალურ ქსელში.