განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
ბრიტანელი კომპოზიტორი, მონტი ნორმანი გარდაიცვალა. ის 94 წლის იყო. ინფორმაცია მის ვებგვერდზე გავრცელდა.
მონტი ნორმანი (ნამდვილი გვარი - ნოსეროვიჩი) ლონდონში დაიბადა. მამამისი ლატვიელი ემიგრანტი იყო. ნორმანმა მუსიკალური კარიერა, როგორც მომღერალმა დაიწყო, მოგვიანებით კი კომპოზიტორი გახდა.
მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ჯეიმს ბონდის შესახებ პირველი ფილმისთვის შექმნილი მუსიკალური თემაა. ეს მუსიკა შემდეგ პრაქტიკულად ყველა ფილმში გამოიყენეს.