ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
მამა თეიმურაზის სახლი გაძარცვეს.
მძარცველებმა სასულიერო პირის სახლიდან ერთი კილოგრამამდე ოქრო, ნიკოლოზის „თუმნიანი“ მონეტები, ოქროს საათები, ბრილიანტის ბეჭდები და 36 000 $ წაიღეს.
დეკანოზი ამბობს, რომ თანხას თვეების განმავლობაში ავტომობილის შესაძენად აგროვებდა.
„36 000 $ წაღებული, მანქანა უნდა გვეყიდა რაჭისთვის“ , - ამბობს „ტვ პირველთან“ საუბრისას მამა თეიმურაზე.
სასულიერო პირის სახლის ძარცვის ფაქტზე პოლიციამ 32 წლის გიორგი გოგბერაშვილი დააკავა. დაკავებულს საქალაქო სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა.