ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1783081258
გორში, 60 წელს გადაცილებულმა კაცმა 12 წლის გოგო გაიტაცა და მასზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა. კაცი არასრულწლოვნის მეზობლად ცხოვრობდა.
სექსუალურ ძალადობაში მხილებულ პირს გოგოს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოჯახმა კი პოლიცია გამოიძახა, თუმცა მან გაქცევა შეძლო. არსებული ინფორმაციით, პოლიცია სექსუალურ ძალადობაში მხილებულ პირს ამ დრომდე ეძებს.
„პრაიმ ტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ- ის 19-137-ე მუხლით, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.