1733256870
„ბენზინი აქვს გადასხმული და ცეცხლი წაკიდებული...“ - ახალი დეტალები წყალტუბოში დატრიალებულ ტრაგედიაზე
წყალტუბოში 33 წლის ქალი სხეულის დამწვრობით გარდაცვლილი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება.
ადგილობრივების თქმით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა, ან შეშინების მიზნით, თავად გადაისხა. მომხდარის დეტალები „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა უამბო.
„ვიცი, რომ ქმარი ძალიან ავიწროებდა ამ გოგოს. ხალხმაც იცის. გოგოს ბენზინი ჰქონდა გადასხმული და ცეცხლი წაკიდებული. როცა ნახეს, ცოცხალი იყო. საავადმყოფოში მიიყვანეს და იქ გარდაიცვალა დილით(ფილტვები არ გაეხსნა). ქმარს უთქვამს მე წავუკიდე ცეცხლიო. ამ ბიჭს ხელები აქვს დამწვარი. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოჯახის ახლობელი.
გარდაცვლილ 33 წლის ქალს 5 შვილი დარჩა.