წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1778869834
ქუთაისში, ,,საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.
ის 37 წლის გრიგოლ ნარსიაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თავდამსხმელი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
ცნობისთვის, ქუთაისში, საქართველოს ბანკში თავდამსხმელი დღეს, დაახლოებით 11:30 საათზე შეიჭრა.
დამნაშავე შეიარაღებული იყო და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.
როგორც ადგილზე შეკრებული პირები აღნიშნავდნენ, სწორედ 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ აპირებდა თავდამსხმელი ბანკში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას. მას მძევლად 12 ადამიანი ჰყავდა აყვანილი.
ასევე, თვითმხილველის თქმით, იყო გასროლის ხმა.
სპეცოპერაცია ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.
დაძაბული ვითარების ფონზე ქუთაისში ვერტმფრენით ჩაფრინდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. რომელიც სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1778871724
ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213