1781210306
სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსების მერიის პროგრამა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში
1 სექტემბრიდან შესაძლებელია მერიის პროგრამის ფარგლებში ჩაიტაროთ მენჯ-ბარძაყის ან/და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება (დაზიანებული ან შეცვლილი სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური იმპალნტით).
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება პროთეზირების ოპერაციები: ქალებში 60 წლამდე, კაცებში 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედია -ტრავმატოლოგიის ცენტრში ხორციელდება ყველა სახის და სირთულის , როგორც გადაუდებელი ისე გეგმიური ორთოპედიულ - ტრავმატოლოგიური ოპერაციები ორთოპედ-ტრავმატოლოგთა მსოფლიო ასოციაციის (AOTrauma) მიერ შემუშავებული მეთოდებითა და გაიდლაინებით .
ცენტრი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 2 10 44 44 მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5












