„მშობლებმა „დაწუნებული“ ჩვილი მუყაოს კოლოფით სასაფლაოზე დატოვეს“ - ადამიანების ისტორიები, რომლებიც ცოცხლად დამარხეს, მაგრამ გადარჩნენ

ცოცხლად დამარხულები

ტაფოფობია ანუ ცოცხლად დამარხვის შიში, ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. ექიმების შეცდომის ან გაუნათლებლობის გამო, ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდებოდა მედიცინის ნორმალურ განვითარებამდე და ზოგჯერ ხდება ჩვენს დროშიც. ამ სტატიაში მოცემულია 10 წარმოუდგენელი, მაგრამ აბსოლუტურად რეალური ისტორია ცოცხლად დამარხული ადამიანების შესახებ, რომლებმაც მაინც მოახერხეს გადარჩენა.

ჯანეტ ფილომელი 


24 წლის ფრანგი ქალის, ჯანეტ ფილომელის ისტორია დაგაინტერესებთ. 1867 წელს იგი დაავადდა ქოლერით და გარდაიცვალა რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც ყველას ეგონა. გოგონა, ყველა წესით, ადგილობრივმა მღვდელმა აზიარა, მისი ცხედარი კუბოში ჩაასვენეს და სასაფლაოზე დაკრძალეს. თითქოს არაფერი უჩვეულო. უცნაურობა მაშინ დაიწყო, როცა რამდენიმე საათის შემდეგ სასაფლაოს მუშები მიწის მიყრას ამთავრებდნენ. უცებ მიწიდან კაკუნის ხმა გაიგონეს. დაიწყეს მიწის გათხრა, ერთი მუშა ექიმის მოსაყვანად გაგზავნეს. მედიკოსმა მართლაც აღმოაჩინა სუსტი გულისცემა და სუნთქვა, საკუთარი საფლავიდან ამოყვანილ გოგონაში. ხელებზე კი ახალი სისხლჩაქცევები ჰქონდა იმის გამო, რომ ის თავად ცდილობდა კუბოდან თავის დაღწევას. მართალია, ეს ამბავი ტრაგიკულად დასრულდა. რამდენიმე დღის შემდეგ გოგონა მაინც გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ქოლერის გამო, მაგრამ ალბათ იმ კოშმარის გამოც, რომელიც მან გადაიტანა.

უცნობი სანპაულოდან

2013 წელს, სანპაულოში მცხოვრები ქალი, რომელიც სასაფლაოზე მივიდა ოჯახის საფლავის ქვასთან, შეესწრო მართლაც შემზარავ სურათს. იქვე მან შენიშნა მამაკაცი, რომელიც სასოწარკვეთილი, გაჭირვებით ცდილობდა საფლავიდან ამოსვლას. იქაური მუშების მისვლამდე მამაკაცს ერთი ხელი და თავი უკვე ჰქონდა გათავისუფლებული. მას შემდეგ, რაც მამაკაცი მთლიანად ამოთხარეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ ის მერიის თანამშრომელი იყო. როგორ მოხდა, რომ მამაკაცი ცოცხლად დამარხეს, ზუსტად უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის იყო ჩხუბის ან თავდასხმის მსხვერპლი, რის შემდეგაც იგი მკვდრად ჩათვალეს და მტკიცებულებების მოსაშორებლად დაკრძალეს. ახლობლები აცხადებდნენ, რომ მომხდარის შემდეგ მამაკაცს მეხსიერების დაკარგვა და ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა.

ჩვილი დონგდონგის პროვინციიდან

დონგდონგის პროვინციის შორეულ ჩინურ სოფელში ცხოვრობდა ორსული გოგონა, სახელად ლუ სიაოიანი. სოფელში წამალი არ იშოვებოდა, ექიმებიც არ იყვნენ, უახლოესი საავადმყოფო რამდენიმე კილომეტრში იყო. ბუნებრივია, გოგონას ორსულობას არავინ ადევნებდა თვალყურს. მეოთხე თვეში მყოფმა ლუმ უეცრად ტკივილი იგრძნო. ყველა ელოდა, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადებოდა. ასეც მოხდა: დაბადებულ ბავშვს სიცოცხლის ნიშნები არ ეტყობოდა. მშობიარობის შემდეგ გოგონას ქმარი მიხვდა, რომ მას დიდი ალბათობით პროფესიონალური სამედიცინო დახმარება დასჭირდებოდა, ამიტომ სასწრაფო დახმარება გამოიძახა. სანამ ლუ მანქანით მიჰყავდათ უახლოეს საავადმყოფოში, ჩვილს მინდორში ასაფლავებდნენ. თუმცა, საავადმყოფოში გაირკვა, რომ გოგონა ორსულობის მეექვსე თვეში იყო და ექიმებმა, იმის ვარაუდით, რომ ბავშვი გადარჩებოდა, მისი მოყვანა მოითხოვეს. ლუს ქმარი დაბრუნდა, პატარა გოგონა ამოთხარა და საავადმყოფოში მიიყვანა. ყველას გასაოცრად, გოგონა ცოცხალი აღმოჩნდა. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

VIDEO: დავიწყებული ვარსკვლავის ციმციმი - დღემდე უცნობი ფაქტები იური ცინცაძის შესახებ

101 წლის წინ, ერთ დღეს დაიბადნენ, იქორწინეს და... ერთ დღეს, ერთად დაიღუპნენ