გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
დღეს სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ეს დღე ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს ჩვენს ეროვნულ გმირებს გვახსენებს. სოხუმს და აფხაზეთს უკავშირდება ჟიული შარტავას სახელიც. პატარა ისტორია, რომელიც გოდერძი შარაშიამ რამდენიმე წლის წინ ფეისბუქზე დაწერა, სწორედ მისი გმირობის ამბავს გვიამბობს.
"ეს ისტორია ჟიული შარტავას დამ მომიყვა, როცა მასზე გადაცემა მოვამზადე. წერილი, რომელიც აფხაზმა გლეხმა პატრიარქს მოწერა, შევარდნაძის კანცელარიაში მოხვდა და იქ დაიკარგა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქ ორი გმირის ისტორიაა - ეროვნული გმირის, ჟიული შარტავასი და აფხაზი გლეხის, რომელმაც ეს ამბავი ჩვენამდე საიდუმლო წერილით მოიტანა.
1994 წელს აფხაზეთიდან პატრიარქის სახელზე საიდუმლო წერილი მოვიდა;
აფხაზი გლეხი წერდა, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს ტყიდან ურმით შეშა მიჰქონდა, რა დროსაც დაინახა, რომ ერთ-ერთ ხიდთან ადამიანებს ხვრეტდნენ.
"ერთს რუსულად ეუბნებოდნენ, დაიჩოქეო და არ იჩოქებდა. მრავალჯერ გაუმეორეს და არც ერთხელ არ დაიჩოქა. უცნაური სახელი ჰქონდა და რომ არ დამვიწყნოდა, ასანთს წავუკიდე, ჩავაქრე და ნამწვავით კოლოფზე მისი სახელი, ჟიული დავწერე. გამაოცა მისმა სიმამაცემ, სამშობლოს სიყვარულმა და მინდოდა გცოდნოდათ ამ კაცის გმირული საქციელის შესახებ და ამიტომ გიგზავნით ამ წერილს."