როდის გაიხსნება მეტროსადგური „გოცირიძე“ - სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის განმარტება

გოცირიძე

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის, გიორგი შარკოვის განცხადებით, მეტროსადგური გოცირიძე მიმდინარე თვეში გაიხსნება და ვადაგადაცილების გამო, კონტრაქტორ კომპანიას შესაბამისი სანქცია დაეკისრება.

„გოცირიძის სადგურთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაოები. ამ ეტაპზე ბაქნებზე ფილების დაგება მიმდინარეობს, ასევე შესაბამისი ჭერის მოწყობა თავისი ფილებით. იმედი გვაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში მგზავრთა მიღებაზე გავხსნით სადგურს. ვვარაუდობთ, რომ ოქტომბერში აუცილებლად გაიხსნება. იცით ალბათ, რომ შემსრულებელ კომპანიას პრობლემები შეექმნა და არის ვადაგადაცილება ამ პროექტის განხორციელების. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები იქნება გატარებული ამ კომპანიის მიმართ,”- განაცხადა გიორგი შარკოვმა.

ცნობისთვის, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი 2021 წლის თებერვალში, თუმცა პროექტის განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო.