„ლამის გავიგუდე, ყველას ხველება დაგვეწყო...“ - რა მოხდა თბილისის მეტროში

metro axmeteli

გუშინ, 2 აგვისტოს სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ უცნობმა პირმა გაურკვეველი ნივთიერება გაუშვა ჰაერში, რაც ესკალატორზე მყოფი მგზავრებისთვის დისკომფორტის შემქმნელი აღმოჩნდა. „პრაიმტაიმს“ თვითმხილველი ესაუბრა.

„გუშინ დაახლოებით, 19:30 საათზე ესკალატორზე ასვლის დროს ყველას ხველება დაგვეწყო. ვფიქრობთ, რაღაც  წიწაკისმაგვარი იყო გაშვებული. ლამის გავიგუდე, ისეთი ხველება დამეწყო. ამეწვა ყელი, ცხვირი და ტუჩები. მეტროს საპატრულო საქმის კურსშია“, - გვითხრა თვითმხილველმა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად სატრანსპორტო კომპანიას დავუკავშირდით, სადაც განმარტეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მგზავრები, ქალი და მამაკაცი ჩხუბობდნენ, სადაც პოლიცია ჩაერია და ვითარება განმუხტა, არანაირი ქიმიური ნივთიერება ჰაერში გაშვებული არ ყოფილა.