ხვალ წყალი 11 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალმომარაგება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:

„ხვალ 17 აპრილს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, მეფუტკრეობის ქ.N33-თან  წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 17 აპრილს დილის 10:00 საათიდან 17 აპრილის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში:

ოქროყანაში -  ამაღლების, ამაღლების 1 გასავალი, ნასახლარის, გელოვანის ქუჩას ჩიხებით და შესახვევებით, ხერგიანის ქუჩას ჩიხებით, მეფუტკრეობის, პარკის, ნაძვნარის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები:

2024 წლის 24 აპრილს "ვარდისფერი სავსე მთვარეა" - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად

VIDEO: „ნუ მიკონტროლებ ტონს, ძალიან ცუდად დაგელაპარაკები...“ - სალომე უშხვანს და ნიკო ქართველს შორის ურთიერთობა დაიძაბა

პირველი ცოლი დუმილს არღვევს - ყოფილი ჩინოვნიკის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 31 წლის ქალის საქმე